მეცხრე დღის რეფლექსია
დღეს დავასრულეთ პროექტზე მუშაობა, გავმართეთ პრეზენტაცია და შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები. ინტელის ტრენინგი ხანგრძლივი, მაგრამ ჩემთვის ძალზე ნაყოფიერი იყო. ვისწავლე ბევრი რამ ისეთი, რასაც აქტიურად გამოვიყენებ პედაგოგიურ პრაქტიკაში. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს, ნინო კაჟაშვილს, ასეთი შინაარსიანი, პროდუქტული მეცადინეობებისთვის. ვისურვებდი, მისნაირი ინტელექტუალი ახალგაზრდა ბევრი ჰყავდეს ჩვენს ერს.
მე ვფიქრობ, რომ თქვენი პროექტი კარგად არის ფორმულირებული. თემა ზოგადად პრობლემურია, მაგრამ მოგვარებადი. ის მეთოდები, რომელიც თქვენ გამოიყენეთ დაკვირვება, ინტერვიუ უკეთ აღმოაჩენს პრობლემის მიზეზს, რაც დაეხმარება თითოეულ მასწავლებელს ამ ყველაფრის მოგვარებაში. საბოლოოდ კი მოგვცემს მეტ ნდობას, სიყვარულს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის და სასწავლო პროცესს გახსის უფრო შედეგიანს.
ReplyDelete