Posts

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს დავასრულეთ პროექტზე მუშაობა, გავმართეთ პრეზენტაცია და შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები. ინტელის ტრენინგი ხანგრძლივი, მაგრამ ჩემთვის ძალზე ნაყოფიერი იყო. ვისწავლე ბევრი რამ ისეთი, რასაც აქტიურად გამოვიყენებ პედაგოგიურ პრაქტიკაში. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს, ნინო კაჟაშვილს, ასეთი შინაარსიანი, პროდუქტული მეცადინეობებისთვის. ვისურვებდი, მისნაირი ინტელექტუალი ახალგაზრდა  ბევრი ჰყავდეს ჩვენს ერს. 

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გახსენით ბმული

პროექტის კითხვარი

კითხვარის სანახავად გახსენით ბმული

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე მუშაობა, ხოლო შემდეგ შევქმენით მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების სქემა. დღევანდელი დღე საინტერესო იყო იმ მხრივაც, რომ ვისწავლეთ სლაიდშოუს დიზაინის შექმნა.

მეხუთე დღის რეფლექსია

დღევანდელ დღეს მეასამე მოდულს (კავშირები) გავეცანით.ვისაუბრეთ საავტორო უფლებების შესახებ, შევქმენით გამოყენებული ინტერნეტლიტერატურის დოკუმენტი და დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი. დღევანდელი სამუშაო დღეც საკმაოდ საინტერესო იყო.

მეოთხე დღის რეფლექსია

დღევანდელი მეცადინეობა შეფასების სტრატეგიებს ეხებოდა. ჩამოვაყალიბეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების მეთოდები და ინსტრუმენტები, აღვწერეთ თითოეული სტრატეგია. დღემ, უკვე ტრადიციულად, საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელი ჩვენი სამუშაო თემა იყო "სასწავლო პროექტის დაგეგმვა. განვსაზღვრეთ პროექტისთვის სტანდარტები და მათი ინდიკატორები.                                                                      პროექტის მსვლელობისთვის დავგეგმეთ აქტივობები, ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. დღემ, ვფიქრობ, ნაყოფიერად ჩაიარა.