დღეს დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე მუშაობა, ხოლო შემდეგ შევქმენით მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების სქემა. დღევანდელი დღე საინტერესო იყო იმ მხრივაც, რომ ვისწავლეთ სლაიდშოუს დიზაინის შექმნა.
დღევანდელი ჩვენი სამუშაო თემა იყო "სასწავლო პროექტის დაგეგმვა. განვსაზღვრეთ პროექტისთვის სტანდარტები და მათი ინდიკატორები. პროექტის მსვლელობისთვის დავგეგმეთ აქტივობები, ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. დღემ, ვფიქრობ, ნაყოფიერად ჩაიარა.
დღევანდელი მეცადინეობა შეფასების სტრატეგიებს ეხებოდა. ჩამოვაყალიბეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების მეთოდები და ინსტრუმენტები, აღვწერეთ თითოეული სტრატეგია. დღემ, უკვე ტრადიციულად, საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
Comments
Post a Comment