Posts

Showing posts from March, 2019

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე მუშაობა, ხოლო შემდეგ შევქმენით მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების სქემა. დღევანდელი დღე საინტერესო იყო იმ მხრივაც, რომ ვისწავლეთ სლაიდშოუს დიზაინის შექმნა.

მეხუთე დღის რეფლექსია

დღევანდელ დღეს მეასამე მოდულს (კავშირები) გავეცანით.ვისაუბრეთ საავტორო უფლებების შესახებ, შევქმენით გამოყენებული ინტერნეტლიტერატურის დოკუმენტი და დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი. დღევანდელი სამუშაო დღეც საკმაოდ საინტერესო იყო.

მეოთხე დღის რეფლექსია

დღევანდელი მეცადინეობა შეფასების სტრატეგიებს ეხებოდა. ჩამოვაყალიბეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების მეთოდები და ინსტრუმენტები, აღვწერეთ თითოეული სტრატეგია. დღემ, უკვე ტრადიციულად, საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელი ჩვენი სამუშაო თემა იყო "სასწავლო პროექტის დაგეგმვა. განვსაზღვრეთ პროექტისთვის სტანდარტები და მათი ინდიკატორები.                                                                      პროექტის მსვლელობისთვის დავგეგმეთ აქტივობები, ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. დღემ, ვფიქრობ, ნაყოფიერად ჩაიარა.

მეორე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ძალზე საინტერესო იყო. შევისწავლეთ, როგორ შევქმნათ ბუკლეტი, რაც სრულიად ახალი ინფორმაციაა ჩემთვის. შეძენილი ცოდნა დამეხმარება ურო საინტერესო გავხადო სასწავლო პროცესი.

პირველი დღის რეფლექსია

            მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ნაყოფიერი და ბევრისმომცემია ჩემთვის, რადგან კომპიუტერული ტექნოლოგიების  მოხმარების თვალსაზრისით  ჩემი მწირი ცოდნა, ვფიქრობ, გამიღრმავდა და, იმედია, მომდევნო ტრენინგებზე კიდევ მეტ ცოდნას შევიძენ. რაც შეეხება პროექტებზე მუშაობას, უცხო არ იყო ჩემთვის, ხოლო ტექნოლოგიების დაუფლება და გამოყენება უფრო შინაარსიანს გახდის სასწავლო პროცესს, პირველყოვლისა, ბავშვებისთვის და ჩემთვისაც.