მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ძალზე საინტერესო იყო. შევისწავლეთ, როგორ შევქმნათ ბუკლეტი, რაც სრულიად ახალი ინფორმაციაა ჩემთვის. შეძენილი ცოდნა დამეხმარება ურო საინტერესო გავხადო სასწავლო პროცესი.
დღევანდელი ჩვენი სამუშაო თემა იყო "სასწავლო პროექტის დაგეგმვა. განვსაზღვრეთ პროექტისთვის სტანდარტები და მათი ინდიკატორები. პროექტის მსვლელობისთვის დავგეგმეთ აქტივობები, ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. დღემ, ვფიქრობ, ნაყოფიერად ჩაიარა.
დღევანდელი მეცადინეობა შეფასების სტრატეგიებს ეხებოდა. ჩამოვაყალიბეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების მეთოდები და ინსტრუმენტები, აღვწერეთ თითოეული სტრატეგია. დღემ, უკვე ტრადიციულად, საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
Comments
Post a Comment